დიკ ჩეინი - თავისუფალი სამყაროს პასუხისმგებლობაა, დაეხმაროს საქართველოს

თავისუფალი სამყაროს პასუხისმგებლობაა, დაეხმაროს საქართველოს, რადგან თავის დროზე საქართველო იდგა საერთაშორისო მისიით ერაყში.;

ასეთი განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა; დიკ ჩეინიმ თბილისში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება საქართველოს, მოიშუშოს ეს ჭრილობები, საქართველოს შეუძლია, სრულად ჰქონდეს ამერიკის დახმარების იმედი.

როგორც ჩეინიმ განაცხადა, საქართველოს აქვს უფლება და შესაძლებლობა, მძლავრი კავშირები ჰქონდეს ევროპის სახელმწიფოებთან და ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება საქართველოს, დაიბრუნოს თავისი მზარდი ეკონომიკა.

რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს; დიკ ჩეინიმ განაცხადა, რომ; ამერიკის შეერთებული შტატები ითხოვს მშვიდობიანი რეზოლუციის მიღებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოსაგვარებლად.

როგორც დიკ ჩეინიმ აღნიშნა, საქართველოში ჩამოიტანა მეგობრობის შეტყობინება, რომ ამერიკელებს ძალიან კარგად ესმით ის სირთულეები, რაც საქართველომ ბოლო დღეებში გადაიტანა, ამერიკელები ქართველი ხალხის გვერდით დგანან.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა იმ დახმარებაზე, რომელსაც ამერიკა უწევენ საქართველოს. კერძოდ, დღემდე, მისი თქმით, გაწეულია დაახლოებით 30 მილიონი დოლარის დახმარება ჰუმანიტარული ტვირთის სახით, რაც 1200 ტონაზე მეტ საკვებ პროდუქტსა და აღჭურვილობას მოიცავს. ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოსთვის ერთი მილიარდი ამერიკული დოლარის დახმარების გაწევაზე.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ხანმოკლე ვიზიტი საქართველოში 15.00 საათზე დასრულდება. იგი თბილისიდან უკრაინაში გაემგზავრება.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა