14 ოქტომბერი "საქართველოს ბანკის" სტანდარტული ტიპის სერვისცენტრებისთვის დასვენების დღე იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ბანკიდან აცნობეს , სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 14 ოქტომბერი დასვენების დღე იქნება საქართველოს ბანკის სტანდარტული ტიპის სერვისცენტრებისთვის, Express და მეტროს სერვისცენტრები კი მომხმარებელს მოემსახურებიან დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
15 ოქტომბრიდან კი საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.