დღეს დიცში აქცია გაიმართება

სოფელ დიცში, 13 ოქტომბერს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი აქცია გაიმართება .

მშვიდობიანი აქციის ორგანიზატორები არიან "საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის" წარმომადგენლები და ფონდი "საქართველოს საქმიანი ქალები- ქველმოქმედებისთვის" თავმჯდომარე თამთა დემურიშვილი.

აქციის მონაწილეებს პარლამენტის დეპუტატი სოსო ვახტანგიშვილი, გორის ადგილობრივი თვითმმართველობა და სუხიშვილების უნივერსიტეტი შეუერთდება.

აქციის ფარგლებში, თამთა დემურიშვილის დახმარებით ექიმები (ყველა პროფილის პედიატრი) მოახდენენ ადგილობრივი მოსახლეობის უფასო სამედიცინო გასინჯვებს და საჭიროების მიხედვით მედიკამენტებსაც გადასცემენ.

სტუდენტები საოკუპაცო ზოლთან მშვიდობიან აქციას გამართავენ, მოსახლეობას შეხვდებიან და მათ პრობლემებს მოისმენენ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე