"ლიბერთი ბანკი" იაფი ბიზნეს სესხის გაცემას იწყებს

"ლიბერთი ბანკი" იაფი ბიზნეს სესხის გაცემას იწყებს. ახალი პროდუქტი "ლიბერთი ბანკის" კორპორატიული საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის თანათავჯდომარემ, დავით ვერულაშვილმა წარმოადგინა.

"ლიბერთი ბანკის" იაფი ბიზნეს სესხი გაიცემა ლარში, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება 9%-დან. სესხის მინიმალური ოდენობა არის 30,000 ლარი, ხოლო მაქსიმალური 1,000,000 ლარი, სესხის ვადა განისაზღვრება 6 თვიდან 10 წლამდე.

იაფი ბიზნეს სესხის აღება შეუძლია საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ პირს, ბიზნესის წარმოების მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილებით.

დავით ვერულაშვილის განცხადებით, აღნიშნული სესხი გაიცემა შემდეგი მიზნობრიობით: საბრუნავი საშუალებების ფინანსირება, მანქანა-დანადგარების შეძენა, უძრავ ქონებაში ინვესტიციის ფინანსირება, კომპანიის გამოსყიდვის ფინანსირება, პროექტის დაფინანსება, საინვესტიციო სესხი და ასევე ერთი ან რამდენიმე კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხების კონსოლიდაცია-რეფინანსირებისთვის.

იაფი ბიზნეს სესხის საპროცენტო განაკვეთი არის ცვლადი და დამოკიდებულია საქართველოს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ დადგენილი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე.

ბანკის მხრიდან სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებით მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით.

იაფი ბიზნეს სესხის ასაღებად მსურველმა უნდა მიმართოს "ლიბერთი ბანკის" ფილიალებსა და სერვის ცენტრებს ან დარეკოს ნომერზე: +995 322 555 500/1450.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ