იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება იყო და რჩება დღევანდელი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად. გამოძიების პროცესში გვამების შესაძლო ეგსჰუმაციასთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებთან თეა წულუკიანმაც ისაუბრა.
"ქვეყანამ უნდა იცოდეს, პრემიერი, რომლის მიმართაც ბევრი იმედი არსებობდა, რა მიზეზით გარდაიცვალა. სანამ მე ჯერ კიდევ საპროკურორო უფლებამოსილებით ვიყავი აღჭურვილი, არსებული ინფორმაციები ადასტურებდა, რომ სცენარი, რაც საზოგადოებას მიაწოდეს შესაძლოა, საფუძვლიანი არ ყოფილიყო. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით მიდიოდა და როგორც მთავარი პროკურორი აცხადებს, მალე ხელშესახები შედეგები გახდება ცნობილი. მანამდე უნდა მოხდეს გვამების ეგსჰუმაცია, რა თქმა უნდა, ოჯახებთან შეთანხმებით", - განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.