აზერბაიჯანიდან საქართველოში 10 ქურციკი ჩამოჰყავთ

აზერბაიჯანიდან საქართველოში 10 ქურციკის რეინტროდუქცია განხორციელდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე.

პროექტს "ქურციკების რეინტროდუქცია მათი ისტორიული ბინადრობის ადგილებში კავკასიის რეგიონში" აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ორგანიზაცია IDEA-სა და "ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის" (WWF) აზერბაიჯანის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ახორციელებს.

როგორც აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჰუსეინ ბაგიროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქურციკი ისტორიულ ტერიტორიაზე კარგად ადაპტირდება.

IDEA (International Dialogue for Environmental Action) არის საერთაშორისო კამპანია, რომელიც 2011 წელს დააფუძნა ლეილა ალიევამ. პროექტის მიზანია ქურციკების გავრცელება იმ ტერიტორიებზე, სადაც ისინი დიდი ხნის წინ ბინადრობდნენ, მაგრამ სხვადასხვა გარემოების გამო მათი პოპულაცია შემცირდა ან საერთოდ გაქრა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა