აშშ-მ ახალი დიზაინის  100-დოლარიანი კუპიურა გამოსცა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, ფედერალურმა სარეზერვო სამმართველომ დაიწყო საფინანსო დაწესებულებების მომარაგება ახალი დიზაინის მქონე 100-დოლარიანი კუპიურებით.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, დიზაინშეცვლილი 100-დოლარიანი ბანკნოტი შეიცავს ახალ დამცავ ნიშნებს, რაც ამხელს ყალბი ფულის მჭრელებს და გაუადვილებს ბიზნესებსა და მომხმარებლებს ნამდვილი კუპიურების ცნობას.

ახალი ბანკნოტების გავრცელების სისწრაფეზე, მსოფლიო ბიზნესებსა და მომხმარებლებს შორის, გავლენას იქონიებს თითოეული საფინანსო დაწესებულების გეოგრაფიული მდებარეობა, მოთხოვნის დონე და შიდა განაწესი.

"ახალი დიზაინი მოიცავს ისეთ დამცავ ნიშნებს, რაც გააადვილებს კუპიურის უტყუარობის დადგენას და გაართულებს მის გაყალბებას", - აღნიშნა ფედერალური სარეზერვო სამსახურის მმართველმა ჯერომი პაულმა. მისი თქმით, როგორც კი ახალი კუპიურა ჩაერთვება ყოველდღიურ მიმოქცევაში, დამცავი ნიშნები საშუალებას მისცემს მოსახლეობას უფრო ადვილად დაადგინონ ფულის უტყუარობა.

ფედრალური სარეზერვო ბანკნოტის დიზაინის შეცვლაზე ერთობლივად იმუშავეს ფედერალურმა სარეზერვო სამმართველომ, აშშ სახელმწიფო ხაზინამ, აშშ ინკრუსტირებისა და ბეჭდვის ბიურომ და აშშ საიდუმლო სამსახურმა, რათა გაესწროთ მოვლენებისთვის და თავიდან აერიდებინათ ყალბი ფულის მოჭრის საშიშროება.

ახალი დიზაინის მქონე 100-დოლარიანი კუპიურა შეიცავს ორ ახალ დამცავ ნიშანს: სამგანზომილებიან ცისფერ ბაბთას, რომელზეც გამოსახულია ზარები და 100-იანები; და სამელნეში ჩასმულ ზარს, რომელიც იცვლის ფერს. დამატებული ახალი ნიშნები და წინა დიზაინიდან შენარჩუნებული ძველი ნიშნები, საშუალებას მისცემს მოსახლეობას ადვილად დაადგინოს ახალი დიზაინის მქონე 100-დოლარიანი კუპიურის უტყუარობა.

ძველი დიზაინის მქონე 100-დოლარინი კუპიურების ახლით შეცვლა არ არის სავალდებულო. აშშ მთავრობის კანონმდებლობის თანახმად, აშშ ნაღდი ფულის ყველა დიზაინი კანონიერია და ძალაში რჩება მათი გამოშვების თარიღის მიუხედავად.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია