შალვა ნათელაშვილი - არჩევანი საქართველოზე გავაკეთე

პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი საბურთალოს #48 უბანზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევანი საქართველოზე გააკეთა.

"არჩევანი გავაკეთე საქართველოზე, ჩვენს სამშობლოზე. 21-ე საუკუნეში ჩვენ შეიძლება ამაზე დიდი საქმე არ გვქონდეს. ამიტომ, ყველას გთხოვთ, გადადოთ საქმე და გამოცხადდეთ არჩევნებზე. დღეს წყდება ბედი ქართლისა და დარწმუნებული ვარ, ეს ბედი ჩვენი შვილების სასარგებლოდ გადაწყდება", - განაცხადა ნათელაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია