ბიძინა ივანიშვილი - მარგველაშვილს არასდროს ჰქონია და არც ახლა აქვს ძალაუფლებისკენ სწრაფვა

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, საქართველომ გუშინ "კულტურული არჩევნები" ჩაატარა. როგორც ივანიშვილმა სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა,ეს იყო უნიკალური და ევროპული არჩევნები, რომლის მსგავსი ქვეყანაში აქამდე არ ჩატარებულა.

"მინდა მივულოცო ქართველ ხალხს, რომ ასეთი კულტურული არჩევნები ჩავატარეთ. ჩვენ ჩავატარებთ უნიკალური და ევროპული არჩევნები. ასეთი ხარისხობრივი ცვლილება ასეთ მოკლე დროში მართლაც საამაყოა. კულტურა საჭირო იყო, რომ მოკლე დროში საოცრება მოგვეხდინა. მე მგონი არავის აქვს შეკითხვა, რომ არჩევნები იყო ევროპული და მსგავსი არ ყოფილა საქართველოში", - განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, პრემიერის განმარტებით, ევროპული არჩევნების ჩატარება და ასეთი გარდაქმნის მოხდენა მისი და გუნდის წევრების ნება იყო.

"მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის წევრებს, ეს ჩვენი დიდი ნება იყო, რომ ასეთი გარდაქმნა მომხდარიყო. კიდევ ერთხელ მინდა ვისაუბრო გიორგი მარგველაშვილზე, რომელმაც თავდადებულად იშრომა ამ არჩევნების დროს. მან დაამტკიცა ის, რასაც მუდამ ვუხსნიდი საზოგადოებას, რომ ამ კაცს აქვს ყველანაირი ღირსება. ის მოდის ხალხის სამსახურში. გიორგი არ მოვიდა ხელისუფლებისთვის, ის მოვიდა რომ მოემსახუროს ხალხს. მას არასდროს ჰქონია და არც ახლა აქვს ძალაუფლებისკენ სწრაფვა", - აღნიშნა ივანიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის