ბიზნესის კეთების 2014 წლის რეიტინგში ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზე მოხვდა.
გასულ წელთან შედარებით საქართველომ ერთი საფეხურით გაიუმჯობესა მდგომარეობა რეიტინგში, რომელსაც საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC) და მსოფლიო ბანკი ადგენს.
ბიზნესის კეთების 2014 წლის რეიტინგის თანახმად, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, საქართველო მოწინავეა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო ოთხი მაჩვენებლით – ბიზნესის დაწყება, მშენებლობის ნებართვის მიღება, ქონების რეგისტრაცია და კრედიტის მიღება – მსოფლიო მასშტაბით ქვეყნების პირველ ათეულში შედის.
ქონების რეგისტრაციის სიმარტივით, გასული წლის მსგავსად, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
შარშანდელთან შედარებით, საქართველოში ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საკრედიტი ინფორმაციული სისტემა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით.
წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიციები ასევე სამ მაჩვენებელში გაუმჯობესდა – გაკოტრების პროცედურებში, საერთაშორისო ვაჭრობასა და გადასახადების გადახდაში.
რეიტინგი 10 კრიტერიუმის – ბიზნესის დაწყება, მშენებლობის ნებართვის მიღება, ელექტროენერგიით მომარაგება, ქონების რეგისტრაცია, კრედიტის მიღება, ინვესტორთა დაცულობა, გადასახადების გადახდა, საზღვრებს შორის ვაჭრობა, კონტრაქტების აღსრულება და გაკოტრება – საბოლოო ქულების შეჯამებით გამოითვლება.
ბიზნესის კეთების 2014 წლის რეიტინგში ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზირისით, პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, ბოლო პოზიციაზე კი ჩადია.