მერია ყინულის მოედნის მოსაწყობად 112 000 ლარის დახარჯვას გეგმავს

თბილისის მერია ყინულის მოედნის მოსაწყობად 112 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ყინულის მოედნის მოსაწყობად შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა. მოედანი გლდანში, ვარდების რევოლუციის პარკში ახალი წლისთვის დამონტაჟდება.

კონკურენციისა და სხელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოცხადებული სატენდერო განცხადების მიხედვით ყინულის მოედნის მონტაჟი 2013 წლის 25 დეკემბერამდე უნდა განხორციელდეს, ექსპლუატაცია – 2013 წლის 25 დეკემბრიდან 2014 წლის 10 თებერვლამდე.

10 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით კი ყინულის მოედანი უნდა დაიშალოს და დასაწყობდეს.

სატენდერო წინადადებების მიღება 14 ნოემბერს დაიწყება და 19 ნოემბერს დასრულდება.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა