სვეტიცხოველში უფლისწული გიორგი მონათლეს

სვეტიცხოველში უფლისწული გიორგი მონათლეს. უფლისწულს 4 ნათლია ჰყავს - ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მიხეილ ახვლედიანი , და უფლისწულის ბიძები - გურამ და ირაკლი ბაგრატიონები. ისინი უფლისწულის მამის, დავითის ძმები არიან.

ნათლობის ცერემონია ჩატარდა სვეტიცხოველში, რომელიც სრულიად საქართველოს პათოკოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღასრულა.

სვეტიცხოველში საღმრთო ლიტურგია დილიდან მიმდინარეობდა, რომელიც ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე მთავრობის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. მათ შორის, იქ იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. ნათლობაზე ბიზნესმენი და უფლისწულის ნათლია ლევან ვასაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

უფლისწულის ნათლობის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გასულ კვირას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. ქართული სამეფო გვარის წარმომადგენლების, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის პირველი შვილი - გიორგი 2011 წლის 27 სექტემბერს მადრიდში დაიბადა.

ანამ და დავითმა 2009 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი.

იხილეთ ვიდეო: უფლისწულ გიორგის ნათლობა სვეტიცხოველში

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა