ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2011 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დაეცა

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,6793 ნიშნულზე დაეცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გუშინ ეს მაჩვენებელი 1,6737-ით განისაზღვრებოდა.

ეროვნული ვალუტა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სტაბილურად უფასურდება. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2011 წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.6793 ნიშნულზე დაფიქსირდა.

ეროვნული ვალუტის მაღალ კურსზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიუთითებდა. "რეგიონის ეკონომიკურ პროგნოზში", რომელიც რამდენიმე დღის წინ საერთშორისო ფინანსური ინსტიტუტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ლარის გამყარება საკვებსა და ენერგეტიკაზე ფასების შემცირებამ გამოიწვია, რაც თავის მხრივ, მთავრობის რეგულაციებმა განაპირობა.

როგორც სსფ აღნიშნავს, საქართველოში ინფლაციის დონე მიზნობრივ მაჩვენებელს, 6%-ს, მკვეთრად ჩამორჩება და წლის ბოლოსთვის -0,3%-ს მიაღწევს.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკური პორტალი "BPN" ავრცელებს.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა