ნინო გვასალია მუხათწყაროს ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს

17 ოქტომბერს დაკარგული ნინო გვასალია მუხათწყაროს ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ნინო გვასალიამ თავი ჩამოიხრჩო.

22 წლის ნინო გვასალია სახლიდან 17 ოქტომბერს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცველები და მეგობრები მას თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ.

როგორც ნინო გვასალიას დედამ, ლალი ცინცაძემ შვილის გაუჩინარების შემდეგ განაცხადა, გოგონამ თვითმკვლელობის სურვილი უმცროს ძმას გაუმხილა.

"წინა დღით უმცროსი ძმისთვის უთქვამს, ყველაფრით დავიღალე და თავი უნდა მოვიკლა, ოღონდ ისე, რომ ვერავინ მნახოსო. იმდენად სისულელედ მიიჩნია ბავშვმა დის ნათქვამი, რომ ყურადღების ღირსადაც არ ჩათვალა ამ თემაზე რეაგირება და ჩემთვისაც არაფერი უთქვამს მაშინვე", - განაცხადა ლალი ცინცაძემ.

ნინო გვასალიას უგზო-უკვლოდ დაკარგვასთან დაკავშირებით შსს–ს ისან-სამგორის სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების თანამშრომლებმა სამძებრო ღონისძიებები 17 ოქტომბერს დაიწყეს.

გამოძიების პირველ ეტაპზე სამართალდამცველებმა ამოიღეს და დაათვალიერეს დაკარგული გოგონას საცხოვრებელი სახლის მიმდებარე პერიმეტრზე არსებული კერძო დაწესებულებების, აფთიაქებისა და სხვა შენობების, ასევე, "300 არაგველის" და "ავლაბრის" მეტროსადგურების, "112"-ის სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული ჩანაწერები. ინფორმაცია იმ დღესვე მიეწოდათ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ყველა ოპერატიულ დანაყოფს და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს. სამართალდამცველებმა გადაამოწმეს საავადმყოფოები, გამოძიებაში ჩართული იყვნენ კინოლოგები. თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დაათვალიერეს მდინარე მტკვრის სანაპირო ტერიტორია.

22 ოქტომბერს სამაშველო სამსახურმა როგორც სახმელეთო, ისე წყალქვეშა საძიებო სამუშაოები ჩაატარა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ასევე კოჯრის, ტაბახმელას, ოქროყანის ტყის მასივების ტერიტორიაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა უგზო–უკვლოდ დაკარგული ნინო გვასალიას ფოტოსურათი.

იხილეთ ვიდეო: ნინო გვასალია მუხათწყაროს ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია