"პროკრედიტ ბანკი" გამოფენას "შეეხე მათემატიკას" მასპინძლობს

"პროკრედიტ ბანკი" სათავო ოფისში უნიკალურ გამოფენას "შეეხე მათემატიკას" მასპინძლობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "პროკრედიტ ბანკიდან" აცნობეს,უნიკალური გერმანული გამოფენა - "შეეხე მათემატიკას" პირველად ჩამოდის საქართველოში და მას 12 ნოემბერიდან 6 დეკემბერამდე პროკრედიტ ბანკის" სათავო ოფისი უმასპინძლებს.

"ქართველ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, სხვადასხვა ასაკისა და ცოდნის მქონე ადამიანებს ეძლევათ საშუალება, ერთი თვის მანძილზე, სრულიად უფასოდ, დაათვალიერონ გამოფენა და თავად ჩაატარონ სხვადასხვა სახის ექსპერიმენტები. სტუმრები 8 წლის ასაკიდან შეძლებენ ამოხსნან თავსატეხები, ააშენონ ხიდები, გამოიცნონ თავბრუდამხვევი ამოცანები და შექმნან მშვენიერი საპნის ბუშტები - ეს არის აქტივობები, რომლებიც, მათემატიკას ეფუძნება და ხელს უწყობს მისი საჭიროების აღქმას ყოველდღიურ ცხოვრებაში", - აცხადებენ ბანკში.

გამოფენა - "შეეხე მათემატიკას" წარმოგვიდგენს ახლებურ მიდგომას, რომელიც ეხმარება ადამიანებს, მარტივი მოვლენები მათემატიკის დახმარებით შეიცნონ. 24-ვე ექსპონატი გონების აქტიური სავარჯიშოა და მონაწილეებს საშუალებას აძლევს საკუთარი ხელებით შეეხონ და ამოხსნან პრაქტიკული ამოცანები.

გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, გამოფენა "პროკრედიტ ბანკმა" გერმანიის ქალაქ გისენში მდებარე მსოფლიოში პირველი ინტერაქტიული მათემატიკური მუზეუმიდან "მათემატიკუმი" ჩამოიტანა. გამოფენა კი ყველაზე პოპულარულ ექსპონანტებს წარმოადგენს და უკვე 1.5 მილიონმა სტუმარმა მოინახულა.

"პროკრედიტ ბანკი საქართველო" მოხარულია, ორგანიზება და მასპინძლობა გაუწიოს უნიკალურ გერმანულ გამოფენას "შეეხე მათემატიკას". ეს გამოფენა გახლავთ პროექტი, რომელსაც ჩვენ ყველაზე ხანგრძლივ მასპინძლობას გავუწევთ და იმედი გვაქვს, რომ ეს ოთხი კვირა ქართველი ბავშვებისა და უფროსებისათვის ძალზე საინტერესო იქნება. ეს გამოფენა კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს მათემატიკის, როგორც მეცნიერების მნიშვნელობას", - აცხადებს "პროკრედიტ ბანკის" გენერალური დირექტორი დოქტორი საშა ტერნესი.

"გეოთეს ინსტიტუტი" წარმომადგენლის გერლინდა მასუდის თქმით კი, ეს გამოფენა საოცარი ღონისძიებაა ოჯახისათვის და ამაღელვებელი გამოცდილებაა მათთვის, ვინც სკოლაში მათემატიკასთან არ მეგობრობდა. ასევე მათთვისაც, ვინც ფიქრობს, რომ უკვე ყველაფერი იციან მათემატიკის შესახებ. "მოუთმენლად ველით ჩვენი პირველი პროექტის დაწყებას "პროკრედიტ ბანკ საქართველოსთან" ერთად. უკეთეს ადგილს ამ გამოფენის მოსაწყობად ვერც კი წარმოვიდგენდით", - აღნიშნა გერლინდა მასუდიმ.

გამოფენა "შეეხე მათემატიკას" "პროკრედიტ ბანკი" სათავო ოფისის პირველ სართულზე (ალ. ყაზბეგის 21) 12 ნოემბერიდან 6 დეკემბერის ჩათვლით, სამშაბათი-პარასკევი 11:00-დან 18:00-მდე, ხოლო შაბათ-კვირას - 12:00-დან 18:00-მდე მიიღებს მნახველებს. შესვლა უფასოა. პარალელურად, საქართველოს "გოეთეს ინსტიტუტი" ბავშვებს მიერ ინტერაქტიულ სემინარებს შესთავაზებს. კერძოდ, გიდების თანხლებით სკოლებისათვის საჯარო ლექციები და ტურები ჩატარდება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა