ვეტერანთა დეპარტამენტის წევრები გელა დოლიძის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ

ვეტერანთა დეპარტამენტის წევრებმა ქაშუეთის ეკლესიასთან, 9 აპრილის ბაღში საპროტესტო აქცია გამართეს და დეპარტამენტის თავმჯდომარის, გელა დოლიძის გადადგომა მოითხოვეს. როგორც ვეტერანები აცხადებენ, დოლიძემ დეპარტამენტის ერთ-ერთ წევრს, ნოდარ ცოტნიაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას შემდეგ, რაც ცოტნიაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში ვეტერანების წინაშე არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

ნოდარ ცოტნიაშვილის ინფორმაციით, დეპარტამენტის თავმჯდომარემ მას დედა აგინა და ფიზიკური ანგარიშსწორებითაც დაემუქრა.

გარდა ამისა, როგორც ვეტერანები აცხადებენ, მათ წინაშე არაერთი პრობლემა და შეუსრულებელი დაპირებაა. მათ შორის, როგორც ისინი ამბობენ, არ არის ვეტერანებს შორის სათანადო კომუნიკაცია.

ვეტერანთა კავშირის წევრები გელა დოლიძის უპირობო გადადგომას უკვე დღეიდან მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.

ვეტერანები თავდაცვის მინისტრსაც მიმართავენ ამ თხოვნით და თავმჯდომარის არჩევის წინადადებას აყენებენ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა