"ლელოს" სტუმარი მანუჩარ მაჩაიძე იქნება

"ლელოს" სტუმარი მანუჩარ მაჩაიძე იქნება. 20 ნოემბერს, 15.00 საათზე, "მედია პალიტრაში", გაზეთ "ლელოს" სტუმარი იქნება 70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, თბილისის "დინამოს" ლეგენდარული კაპიტანი, სსრ კავშირის ჩემპიონი (1978) და ვერცხლის (1977) მედალოსანი, ხუთგზის მესამე პრიზიორი, საკავშირო თასის ორგზის (1976, 1979) გამარჯვებული მანუჩარ მაჩაიძე.

მანუჩარ მაჩაიძემ სსრ კავშირის ნაკრებში ჩაატარა 4 მატჩი, ოლიმპიურ ნაკრებში - 3, ევროპის ჩემპიონატისა და ოლიმპიური შესარჩევი ტურნირის მონაწილე, "33 საუკეთესოთა" სამეულში ორ-ორჯერ პირველ და მეორე ნომრად იყო დასახელებული. 1995-1999 წლებში იყო პარლამენტის წევრი, დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით, არის ”სპორტის რაინდი”, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

ინტერვიუ მანუჩარ მაჩაიძესთან გამოქვეყნდება გაზეთ "ლელოში" ხუთშაბათს, 21 ნოემბერს, რუბრიკით - "ლელოს სტუმარი".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა