"გუდვილი" "ნიკორასთვის" აქტივების მიყიდვას ამ ეტაპზე არ აპირებს

ჰიპერმარკეტების ქსელი "გუდვილი" აცხადებს, რომ "ნიკორასთვის" აღებული ფინანსური ვალდებულებების გადაცემასა და აქტივების მიყიდვას ამ ეტაპზე არ აპირებს. როგორც BPN.გე-ს ჰიპერმარკეტთა ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნატო დარჩიაშვილმა განუცხადა, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად მენეჯმენტი განიხილავს ყველა დაინტერესებული პირის წინადადებას და გადაწყვეტილებასაც ამის შესაბამისად მიიღებს. დარჩიაშვილის თქმით, ინვესტიციით შემოსვლის სურვილი "გუდვილში" უკვე ბევრმა ფირმამ გამოთქვა.

"გუდვილის" 100%-იანი მფლობელი კვლავ გოგი შევარდნაძეა და ჩვენთან იურიდიულად არაფერი შეცვლილა", - აცხადებს დარჩიაშვილი.

როგორც ჰიპერმარკეტების ქსელში აცხადებენ, მართალია, "ნიკორა" "გუდვილის" კრედიტორია, მაგრამ სხვა კრედიტორებთან შედარებით "გუდვილს" მის წინაშე უმნიშვნელო დავალიანება აქვს.

სააქციო  საზოგადოება "ნიკორაში" აცხადებენ, რომ "გუდვილის" სამომავლო მუშაობის უზრუნველყოფაზე ვალდებულება აიღო. ეს ინფორმაცია BPN-ს "ნიკორას" გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბოქოლიშვილმა დაუდასტურა.

"ვადასტურებთ, რომ სს "ნიკორა" მზად გახლავთ აიღოს კომპანია "გუდვილის" ყველა ვალდებულება, "გუდვილის" ამჟამინდელი დამფუძნებლის, ბ-ნი გოგი შევარდნაძის თანხმობის შემთხვევაში. როგორც კი პროცესებთან დაკავშირებით ხელშესახები ინფორმაცია გვექნება, სს "ნიკორა" მედია საშუალებებს საქმის კურსში ჩააყენებს", - განაცხადა ბოქოლიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე