ომბუდსმენი გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის პროცესში საქართველოს მონაწილეობას მიესალმება

სახალხო დამცველი გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) პროცესში საქართველოს მონაწილეობას მიესალმება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, 2013 წლის 15 ნოემბერს "UPR Info"-მ საქართველოს მიერ რეკომენდაციის შესრულების შუალედური შეფასება გამოაქვეყნა. მომზადებულ ანგარიშში გაანალიზებულია 133 რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებას ამ ეტაპზე სრულად ან ნაწილობრივ რეკომენდაციების 75% აქვს შესრულებული.

"სახალხო დამცველი რეკომენდაციის შესრულებას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს, თუმცა მიაჩნია, რომ შეუსრულებელ ან ნაწილობრივ შესრულებულ რეკომენდაციებს შორის მოხვდა ბევრი ისეთი საკითხი, რომელთა მნიშვნელობაზეც სახალხო დამცველმა, მის საპარლამენტო ანგარიშებსა თუ რეკომენდაციებში, არაერთხელ გაამახვილა ყურადღება. მათ შორის არის შემდეგი კონვენციების რატიფიკაცია: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის" კონვენცია; "იძულებით გაუჩინარებისგან ყველა პირის დაცვის" კონვენცია; "ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენცია და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე კონვენცია "დედობის დაცვის" შესახებ. ასევე, შეუსრულებელი რჩება რეკომენდაციები უსახლკარო პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან; დამოუკიდებელ და ეფექტურ გამოძიებასთან; შრომის, ჯანმრთელობისა და სამუშაო გარემოს შესახებ თანმიმდევრულ ეროვნულ პოლიტიკასთან; თუ ე.წ. სადავო რელიგიური ნაგებობების ისტორიული მფლობელებისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით",-ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR) წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნიკალურ მექანიზმს, რომლის ფარგლებშიც პერიოდულად მიმოიხილება ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობა გაეროს წევრ 193 ქვეყანაში.

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა ოთხნახევარ წელიწადში ერთხელ იმართება, თუმცა, ამ ინტერვალის შემცირების მიზნით, ჟენევაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, "UPR Info" განხილვიდან ორ ნახევარ წელიწადში რეკომენდაციების შესრულების შუალედურ შეფასებას აქვეყნებს. ანგარიშის მეთოდოლოგიის მიხედვით, რეკომენდაციების პროგრესის შეფასება ხდება სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე