თბილისში ებრაული დღესასწაული - ხანუქა საზეიმოდ აღინიშნება

თბილისში, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში ებრაული დღესასწაულის-ხანუქას აღნიშვნის საზეიმო ცერემონია გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ისრაელის ბიზნეს პალატიდან აცნობეს, ღონისძიებას დაესწრეებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ბიზნესმენები, ისრაელის მეგობრები და ოფიციალური დელეგაცია ისრაელიდან. პრემიერი წარმოთქვამს მისალოც სიტყვას და აანთებს ხანუქას სანთელს.

საღამოს მასპინძლები არიან ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესი და საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა.

27 ნოემბრიდან 8 დღის განმავლობაში, ისრაელსა და მსოფლიოს ყველა კუთხეში ებრაელი ხალხი და მათი მეგობრები ხანუქას დღესასწაულზე 8 სანთელს ანთებენ.

ხანუქას დღესასწაული დაწესდა ძვ. წ. II საუკუნეში და უკავშირდება მცირერიცხოვანი მაქაბელი ებრაელების მტრის ურიცხვ ლაშქარზე გამარჯვებას, რის შემდეგაც ებრაული ტაძარი გაიწმინდა და სატაძრო მსახურება აღდგა. სწორედ ამიტომ ხანუქა სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე, სამართლიანობის უსამართლობაზე და მცირე ერების დიდ ერებზე გამარჯვების სიმბოლოა.

წლებია უკვე საქართველოშიც ტრადიციად იქცა ხანუქას საზეიმოდ აღნიშვნა, რაშიც ყოველთვის მონაწილეობს ქვეყნის პირველი პირი. ისევე როგორც ეს ხდება მსოფლიოს წამყვან, ისრაელის მეგობარ ქვეყნებში.

ღონისძიებაზე ხანუქას სანთლის ანთების ცერემონიის შემდეგ წარმოდგენილი იქნება ულამაზესი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები ცნობილი ქართველი და ებრაელი შემსრულებლების მონაწილეობით. მათ შორისაა ევროვიზიის 2013 წლის მონაწილე ისრაელიდან, მორან მაზორი. წელს ქართველი მომღერლების ინიციატივით ყველა სიმღერა შესრულდება მხოლოდ ებრაულ ენაზე.

საქართველოში ხანუქას აღნიშვნა ორი ერის _ ქართველებისა და ებრაელების მეგობრობის სიმბოლოდ იქცა. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს თქმით, საქართველოში ხანუქას დღესასწაული ორ ქვეყანას _ ისრაელსა და საქართველოს შორის არსებული საქმიანი, ბიზნეს და კულტურული ურთიერთობების, მიღწეული შედეგებისა და პერსპექტივების ერთგვარი პრეზენტაციაა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა