გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კონკურენციის სამართლის კვლევით ინსტიტუტის პრეზენტაცია და მრგვალი მაგიდა თემაზე – "კონკურენციის სამართალი" სასტუმრო "ჰოლიდეინნში" გაიმართა. სამართლის სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, პაატა ტურავას თქმით, კონკურენციის თემა საქართველოში ძალიან აქტუალურია.
"გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში კონკურენციის სამართლის კვლევითი ინსტიტუტი იხსნება. კონკურენციის თემა საქართველოში ძალიან აქტუალურია. ეს ის თემაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ განვითარებას. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში შესულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა შეიცვალოს მიდგომა კონკურენციის სფეროში და დღევანდელი დისკუსია სწორედ ამ თემას ეხება", - განაცხადა სამართლის სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, პაატა ტურავამ.
მრგვალ მაგიდას ესწრებიან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამართლის სფეროში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.