"მედისონში" სერვისი "ექოსკოპია ბინაზე გამოძახებით" ამოქმედდა

კომპანია "მედისონში" სერვისი "ექოსკოპია ბინაზე გამოძახებით" ამოქმედდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, "მედისონი", რომელიც თბილისში არსებულ სამ სამედიცინო ცენტრს აერთიანებს, პაციენტებს დამატებით სერვისს სთავაზობს.

დღეიდან, ბინაზე გამოძახებით, თანამედროვე ტექნოლოგიის, პორტატული ექოსკოპიის აპარატის საშუალებით შესაძლებელია შემდეგი გამოკვლევების ჩატარება - მუცლის ღრუს ორგანოები, საშარდე სისტემა, გინეკოლოგია, მეანობა, პლევრის ღრუ.

ექოსკოპიის ბინაზე მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარი ჩაწერა მედისონის ცხელ ხაზზე 2 47 06 06, ხოლო ექიმ-ექოსკოპისტის ვიზიტი საღამოს 17:00 საათიდან განხორციელდება.

გარდა ამისა, კომპანია მედისონმა, მის მფლობელობაში არსებულ სამედიცინო ცენტრებში ექოსკოპიის კაბინეტები უახლესი ტექნოლოგიის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის PHILIPS HD7 XE აპარატებით განაახლა.

პაციენტებს მომსახურების მიღება შეუძლიათ #1 სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრში, რომელიც განთავსებულია ვაჟა-ფშაველას 83/11 და ასევე ვარკეთილში, კალოუბნის 12-ში მდებარე სამედიცინო ცენტრ "ჯანმრთელობაში".

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს