ნელსონ მანდელა გარდაიცვალა

ნელსონ მანდელა გარდაიცვალა

95 წლის ასაკში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ნელსონ მანდელა გარდაიცვალა. უკანასკნელ თვეში მანდელას მდგომარეობა სტაბილურად კრიტიკული იყო. იგი საავადმყოფოში ივნისის დასაწყისში ფილტვში ინფექციის მოხვედრის გამო მოხვდა. ნოემბერში სამხრეთ აფრიკის მთავრობამ მისი საავადმყოფოში ყოფნა დაადასტურა.

მანდელა ისტორიაში ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი იყო და იგი ქვეყანას 1994-1999 წლებში ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდობაში იგი აქტიურად იბრძოდა აპარტეიდული რეჟიმის წინააღმდეგ, რის გამოც ციხეში 27 წელი გაატარა. 1993 წელს მას ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების ინფორმაციით, "ერის მამად" აღიარებულ ნელსონ მანდელას ხელისუფლება უკანასკნელ გზაზე დიდი პატივით გააცილებს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა