რუსთავის დრამატული თეატრის წინ გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავი გაიხსნა

რუსთავის დრამატულ თეატრს ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა და მისივე სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ღონისძიებას რეჟისორის მეუღლე ქეთევან კიკნაძე, და მარიამ ლორთქიფანიძე, ოჯახის სხვა წევრები და ახლობლები, თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები, მსახიობები და რეჟისორები დაესწრნენ.

გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავის გახსნას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, პარლამენტარები ნუკრი ქანთარია, დიმიტრი ჯაიანი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

თეატრის ფოიეში გიგა ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოების გამოფენა გაიმართა.

გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავი რეჟისორის შვილიშვილმა, პატარა გიგა ლორთქიფანიძემ გახსნა, რის შემდეგაც რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში რეჟისორის შემოქმედების ამსახველი თეატრალიზებული წარმოდგენა და კონცერტი გაიმართა.

გიგა ლორთქიფანიძემ მარჯანიშვილის თეატრიდან წამოსულ ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად რუსთავში 1967 წლის ნოემბერში თეატრი დააარსა და 1979 წლამდე მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი იყო.

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის ვარსკვლავი რუსთავის ხელისუფლების ინიციატივით გაიხსნა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის