სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1955 წელს დაბადებული მოვსე ა. სასაზღვრო-საემიგრაციოკონტროლის პუნქტ "სამება"-ში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოვსე ა-ს ავტომობილის საბარგულის ჩხრეკისას 19 623 ლარის ღირებულების 356 გრ ოქროს ნაკეთობები ამოიღეს, რომელიც მოვსე ა-მ საბაჟო კონტროლისაგან მალულად სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს საზღვარზე გადმოიტანა.
გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობის წესის დარღვევით გადმოტანის ფაქტზე მიმდინარეობს სსსკ-ის 214-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
გამოძიებას აწარმოებს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო.