განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2013 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ (EMIS) 2013 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, წლიური ანგარიშის წარდგენას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.

EMIS-ს ხელმძღვანელმა ლაშა ვერულავამ მიმდინარე წელს განხორციელებულ პროექტებსა და დასახულ გეგმებზე ისაუბრა. განიხილეს სისტემის მიერ განხორციელებული პროექტები: eFlow - ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა;CAT – 2013; eVet - პროფესიული სასწავლებლების მართვის სისტემა; სკოლების ერთიან ქსელში ჩართვა (ინტერნეტიზაცია); eTurniquet - თანამშრომელთა მოსწრების აღრიცხვის ელექტრონული სისტემა; eRofficers - მანდატურის საინფორმაციო სისტემა; ეღეგისტრყ - ზოგადი და უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების რეესტრი; "ბუკი" - საგანმანათლებლო თამაშების შექმნა/ლოკალიზება; Chess – "ჭადრაკი სკოლაში"; eRegistry - ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა; ელექტრონული ტესტირების სისტემა.

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები: eSchool - სკოლების მართვის საინფორმაციო სისეტმა/ელექტრონული ჟურნალი; eStats - მონიტორინგის სისტემა; EMIS-ში არსებული კოლეჯის სასწავლო პროგრამების ადაპტიერბა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; Vet.ge – პროფესიული კოლეჯების პორტალი; სარეზერვო მოანაცემთა ცენტრის შექმნა; არსებული სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის განახლება; საჯარო სკოლების VoIP სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა; პირველკლასელთა ელექტონული რეგისტრაციის სისტემის სრულყოფა; eFlow - სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის და საშვთა ბიუროს მოდულების დამატება; eGIS - გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის შემოღება; IT School - საინფორმაციო ტექნოლოგიების შესახებ სასწავლო პროგრამის შემუსავება სკოლის მოსწავლეებისათვის; ტრეინინგ ცენტრი განვითარება და სხვა.

ქეთევან ნატრიაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა სისტემის თანამშრომლებს და ნაყოფიერი და პროდუქტიული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება უსურვა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის