ახალი მუსიკალური პროექტის - "მე ვხედავ მზეს" პრეზენტაცია დღეს გაიმართება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მხარდაჭერით მუსიკალურმა ბიზნეს კომპანია "ბრავო რექორდსმა" დაასრულა მუშაობა ახალ მუსიკალურ პროექტზე - "მე ვხედავ მზეს".

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის პრეზენტაცია დღეს, "ბრავო რექორდსში" გაიმართება.

პრეზენტაციას წარუძღვებიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კანდელაკი და "ბრავო რექორდსის" პრეზიდენტი ზაზა შენგელია.

პროექტი გულისხმობს ჩD ალბომის გამოცემას, რომელშიც შედის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ცნობილი მომღერლების მიერ შესრულებული 10 სასიმღერო კოლაბორაცია, როგორც ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ქართული და უცხოური მუსიკალური ნაწარმოები, ასევე ჯერაც უცნობი სიმღერები.

კოლაბორაციები: ნინი ბადურაშვილი და შაბან მამედოვი; ნინი ქარსელაძე, გიორგი სუხიტაშვილი და ძმები ცოტნე და თორნიკე ტურაბელიძეები; ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა" და მერი პაპუნაიშვილი; ნოდიკო ტატიშვილი, მარიამ კაპანაძე და თათია მამუკაშვილი; ნატალიკო ქუთათელაძე და თამარ ცალქალამანიძე; ბორის ბედია, სულხან გველესიანი და რამინ მიქაბერიძე; ლიზა ბაგრატიონი, გიორგი უშიკიშვილი და ნიკა წიკლაური, ბესო ლეკიაშვილი და ლადო ინასარიძე; ანსამბლი "შვიდკაცა"და ნატალია ვეფხვაძე; "ფორტე", მაიკო კუცია და ანი სიხაშვილი; კვინტეტი "Qუინტესსენტიალ Fივე" და გოგონათა კვარტეტი.

პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია ცნობილი კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი რუსა მორჩილაძე.

ჩD ალბომი მხატვრულად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდამ, ლექსო ფოდიაშვილმა გააფორმა. სპეციალურად ამ პროექტისათვის ალბომის სათაური "მე ვხედავ მზეს" ცნობილ მხატვარ გია გუგუშვილთან ერთად სამხატვრო ტილოზე ასახა და პროექტს უსახსოვრა. სწორედ მათი ნახატის დეტალებზე დაყრდნობით შეიქმნა ალბომის დიზაინი.

პროექტის ძირითადი მიზანია მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მაქსიმალურად ინტეგრაციის ხელშეწყობა საზოგადოების მხრიდან და მათი პრობლემების მიმართ მაქსიმალური ყურადღების გამახვილება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია