უკრაინაში ქართველი ბიზნესმენი გიორგი კიკვაძე არ შეუშვეს

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინაში კომპანია "ტერაფუდის" სტრატეგიისა და საინვესტიციო ჯგუფის დირექტორი, ქართველი ბიზნესმენი გიორგი კიკვაძე არ შეუშვა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, 21 დეკემბერს, ქართველ ბიზნესმენს უარი ეთქვა აეროპორტ "ბორისპოლში" შესვლაზე.

"მესაზღვრეებმა მითხრეს, რომ დაცვის სახელმწიფო სამსახურის ბრძანება აქვთ და ვერ შემიშვებდნენ", - განაცხდა გიორგი კიკვაძემ.

მისივე თქმით, ის უკრაინაში ბიზნესსაქმიანობას ეწევა და იქ რეგულარულად ჩადის.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ბიზნესმენის გარდა, პარტია "რეგიონების" დეპუტატის ოლეგ ცარევის მიერ შედგენილ სიაში კიდევ 30 უცხოელია, მათ შორის პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ექსპერტები. ვიქტორ იანუკოვიჩის მოკავშირე ცარევი მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები უცხოელი აგენტები არიან და შესაძლოა საფრთხე შეუქმნან უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას.

რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის ჟურნალისტი დავით კაკულია არ შეუშვეს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის