დავების განხილვის საბჭომ თბილისის მერიის წინააღმდეგ კომპანია XIAMEN GOLDEN DRAGON BUS Co Ltd–ს სარჩელი დააკმაყოფილა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ თბილისის მერიის წინააღმდეგ კომპანია XIAMEN GOLDEN DRAGON BUS Co Ltd–ს სარჩელი დააკმაყოფილა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შპს XIAMEN GOLDEN DRAGON BUS Co Ltd-ს წარმომადგენელმა ავთანდილ საყვარელიძემ აცნობა, დავების განხილვის საბჭომ 100 ავტობუსის შეძენისათვის გამოცხადებულ ტენდერში თბილისის მერიის წინააღმდეგ კომპანიის სარჩელი დააკმაყოფილა და დისკვალიფიკაცია გააუქმა.

"მადლობა გვინდა გადავუხადოთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ამ საკითხით და დაესწრნენ დავის განხილვას, რითაც უზრუნველყვეს პროცესის სრული გამჭვირვალობა. იმედი გვაქვს, ამჯერად მაინც, თბილისის მერიის შესაბამისი რგოლები ადეკვატურ, კანონით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენი მხრიდან ვიძლევით გარანტიას, რომ თბილისი მიიღებს ევროპული ხარისხის ავტობუსებს, ასევე მონაწილეობას მივიღებთ ახალი ქარხნისა და სერვის-ცენტრის მშენებლობაში", - აცხადებენ კომპანიაში.

სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანია XIAMEN GOLDEN DRAGON BUS Co Ltd-ს დისკვალიფიკაცია მოხდა, რადგან თბილისის მერიის ცნობით, ტენდერში წარმოდგენილმა ავტობუსის მოდელმა ვერ დააკმყოფილა ტექნიკური და ხარისხობრივი მოთხოვნები.

"განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიას არ აღმოაჩნდა შემოთავაზებულ ავტობუსზე, ხარისხის დამადასტურებელი ევროპის პარლამენტის 2007/46/EC სერტიფიკატი (EC type-approval certificate)", - განმარტავდნენ მერიაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს