თსუ-ში ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება

თსუ-ში დღეს, ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიება ცნობილი მწერლისა და მთარგმნელის ჯემალ აჯიაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავს ეძღვნება.

რუსთაველის პრემიის ლაურეატმა ჯემალ აჯიაშვილმა ქართულ ენაზე შუა საუკუნეების ებრაული პოეზია, შექსპირი, დანტე, პეტრარქა, მიქელანჯელო, მაიაკოვსკი, ჩიკამაცუ და სხვა თარგმნა. იგი წლების განმავლობაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ბიბლიის ებრაულსა და თანახის ტექსტებს.

ღონისძიებაზე გაიმართება ჯემალ აჯიაშვილის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ასევე, საზოგადობრივი მაუწყებლის ოქროს ფონდიდან აუდიო ჩანაწერები იქნება წარმოდგენილი.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025