ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი - მიუსაფართა თავშესაფარში ანტისანიტარია არ არის

მოსკოვის პროსპექტზე, მდებარე მიუსაფართა თავშესაფარში ანტისანიტარია არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გია კაკაჩიამ განუცხადა.

მისი თქმით, მან თავად ჩაატარა თავშესაფარში შემოწმება.

"მე თავად ჩავატარე შემოწმება დღეს დილით და დავრწმუნდი, რომ აქ არანაირი ანტისანიტარიის საშიშროება არ არის. ეს არის კარვების ტიპის დასახლება, მიუხედავად ამისა, აქ ანტისანიტარია არ არის. ასევე აღსანიშნავია, რომ უკვე შემუშავებულია ასეთი საცხოვრებელი ტიპის სტანდარტი, რომელიც მთავრობის სხდომაზე გავა", - განაცხადა გია კაკაჩიამ.

ამასთან, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია ამ წუთებში მიუსაფართა თავშესაფარში იმყოფებიან. ისინი თავშესაფრის მონიტორინგს განახორციელებენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია