ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში DUTY FREE გაიხსნება

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დღეს DUTY FREE გაიხსნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ATU Duty Free-დან აცნობეს , თავისუფალი ვაჭრობის პუნქტს 148 კვადრატული მეტრი ფართობი უკავია.

გახსნის ცერემონიას ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების შემდეგ ATU Duty Free-ს სერვისით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც ისარგებლებს. ATU Duty Free საერთაშორისო მასშტაბით 11 ქალაქში ფუნქციონირებს. ახალი მაღაზიების მშენებლობის პროცესი 2013 წლის დეკემბერში დაიწყო.

თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში წარმოდგენილი იქნება 700-მდე სახეობის სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის პროდუქცია, მათ შორის კლასიკური ტიპის Duty Free-ის საქონელი, როგორიცაა ქართული ღვინოები და აზიური ტკბილეული.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის