პატრიარქის ნათლული ხვალ კიდევ 610 ბავშვი გახდება

პატრიარქის ნათლული კიდევ 610 ბავშვი გახდება. ნათლისღების დღესასწაულზე, ხვალ, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 34-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან "ძლევაი" აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 610 ჩვილი გახდება. მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა, სახარება, სანთლები და ჯვარი გადაეცემათ. ნათლობა ტაძარში 17.00 საათის შემდეგ დაიწყება.

ნათლობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათის შემდეგ, ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 19 136 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან. 33-ე საყოველთაო ნათლობა 19 დეკემბერს გაიმართა. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა კი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.

კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა