მდინარე რიონი, პალიასტომის ტბის სანაპირო და მდინარე კაპარჭინა გაიყინა

მდინარე რიონი, პალიასტომის ტბის სანაპირო ზოლი და მდინარე კაპარჭინა გაიყინა. სპეციალისტების განმარტებით, ვინაიდან საქართველო სუბტროპიკულ ქვეყნებს განეკუთვნება, მსგავსი შემთხვევა იშვიათობას წარმოადგენს.

ბოლოს პალიასტომი 2008 წელს გაიყინა, მაშინ ტბის 80% იყო გაყინული. ამჯერად, გაყინული ზედაპირის ფართობი, სანაპიროდან 10 მეტრის რადიუსზე ფიქსირდება. სპეციალისტების განმარტებით, ტბის ბინადრებისთვის არსებული ვითარება საფრთხეს არ წარმოადგენს.

"საქართველო მდებარეობს სუბტროპიკულ ზონაში, აქედან გამომდინარე, ისეთი დიდი ტბების გაყინვა, როგორიც პალიასტომია, იშვიათობას წარმოადგენს. მიუხედავადა ამისა, ბოლო პერიოდში, უმოკლეს ვადაში ტბა ორჯერ გაიყინა. ისევე, როგორც მასში ჩამდინარე მდინარე კაპარჭინა. არსებული გარემოება, ტბაში და მდინარეში მობინადრე ცოცხალი სახეობებისათვის, საფრთხეს არ წარმოადგენს", -განმარტავს ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი, გელა ინგოროყვა.

სპეციალისტების განმარტებით, ფოთში ღამის განმავლობაში -2,2 გრადუსამდე ყინვა დაფიქსირდა, შესაბამისად, გამდინარე წყალი ამ ტემპერატურაზე ვერ გაიყინებოდა.

"ყინულის ფენა, რომელიც დევს მდინარე რიონის ზედაპირზე სათავედან წამოსული გაყინული წყლის ფრაგმენტებია", - განმარტავენ ფოთის ჰიდროგრაფიულ სამსახურში.

სინოპტიკოსები გამოდარებას უახლოესი დღეებისთვის ვარაუდობენ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა