შირაქის სამხედრო აეროდრომზე აუფეთქებელი ჭურვი აღმოაჩინეს

რუსი აგრესორების მიერ დაბომბილ შირაქის სამხედრო აეროდრომზე მოქალაქემ მიწაში ჩაფლული აუფეთქებელი ჭურვი აღმოაჩინა.

რუსული არმიის ყოფილი სამხედრო აეროდრომი შირაქში ათეულობით ჰექტარს მოიცავს. აღნიშნულ ტერიტორიას მოსახლეობა ხორბლის დასათესად იყენებდა, 11 აგვსიტოს განხორციელებული დაბომბვის შემდეგ დარჩენილი აუფეთქებელი ჭურვების გამო კი,; სამუშაოების დაწყება სახიფათოა.

ჭურვების გაუვნებელყოფისთვის მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

დედოფლისწყაროს რაიონის გამგებლის, ლევან ბაღაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინებას თავდაცვის სამინისტროს გადაუგზავნიან, რათა დროულად მოხდეს შირაქში გამნაღმველთა ჯგუფის ჩასვლა და შესაბამისად ჭურვების გაუვნებელყოფა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია