მამა გაბრიელის საფლავს, სავარაუდოდ, 22 თებერვალს გახსნიან

მამა გაბრიელის საფლავს, სავარაუდოდ, შაბათს, 22 თებერვალს გახსნიან, - ამის შესახებ გუშინ, სამების საკათედრო ტაძარში მეუფე იაკობმა განაცხადა. მისი თქმით, საფლავის გახსნა დაგეგმილია მიმდინარე კვირის ბოლოს, სავარაუდოდ კი - შაბათს. მეუფე იაკობის განცხადებით, ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა მიახლოება მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან, შეეძლება მივიდეს და მიიღოს ლოცვა-კურთხევა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი ხალხი იქნება, ამიტომ სახელმწიფო დაეხმარება მათ და იმის გამო, რომ მომლოცველებს ხელი არ შეეშალოთ, გარკვეული ტერიტორია გადაკეტილი იქნება და მომლოცველებს ფეხით მისვლა მოუწევთ.

"ვისაც უნდა კურთხევის მიღება, ალბათ კეთილი უნდა ინებოს და ცოტა ფეხითაც გავიაროთ. თქვენ იცით, როგორ ცხოვრობდა მამა გაბრიელი. უმეტესობას სულელი და გიჟი ეგონა და ხალხისგან შერისხული უფალმა როგორ განადიდა, კარგად ხედავთ, ამიტომ ბევრი რამ ადამიანისთვის ყოველთვის დაფარულია. პირდაპირ არ ჩანს ხოლმე ვინ ვინ არის", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, მამა გაბრიელის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით დანარჩენი დეტალები ცნობილი პატრიარქის თბილისში დაბრუნების შემდეგ გახდება. უწმინდესი რეგიონიდან დედაქალაქში სამშაბათს დაბრუნდება.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს