აშშ დაინტერესებულია უკრაინის კეთილდღეობითა და უსაფრთხოებით. ჯორჯ ბუშის ასეთი პოზიცია აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმოვანა.
;;;;;;; ~აშშ დაინტერესებულია თქვენი უსაფრთხოებითა და კეთილდღეობით. ორი ათეული წლის განმავლობაში ჩვენ ვიდექით თქვენთან ერთად, რათა დაგხმარებოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფაში და საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრაციაში~, - აღნიშნა ჩეინიმ.
;;;;;;; აშშ უკრაინასთან ხანგრძლივი ურთიერთობების განმტკიცებაზე მზადყოფნას გამოთქვამს.