CENN - ახალი კანონი შეიძლება სიცრუის დეტექტორად იქცეს

ახალი კანონი შეიძლება სიცრუის დეტექტორად იქცეს, - ამის შესახებ ორგანიზაცია CENN - ში აცხადებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული ორგანიზაციიდან აცნობეს , სამეგრელოს მოსახლეობა ტყის მცველების მუშაობის ეფექტურობაზე საუბრობს.

ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის (OECI/CENN) მიერ განხორციელებული კვლევების მიხედვით, პროგრესი იგრძნობა ხე-ტყის დამზადებისა და ტრანსპორტირების წესების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების კუთხითაც.

"ამ თვეში ხუთი კუბური მეტრი შეშა გამოვიტანე ტყეკაფიდან. ტყის მცველს მივმართე და შეშის მოტანა სახლში დროულად მოვახერხე", - ამბობს დაბა ჩხოროწყუში მცხოვრები ზურაბ სორდია.

ჩხოროწყუს სატყეო უბნის ტყის მცველის, ნოე ჯაფარიძის თქმით, მასზე მიმაგრებულ უბნებზე შეშის კანონიერი გზით მოპოვება უპრობლემოდაა შესაძლებელი.

"შეშის მსურველები ბილეთის აღების შემდეგ გვიკავშირდებიან, ერთად მივდივართ ტყეკაფებში, ვუთითებთ მონიშნულ ხეებს და შეშის დამზადების შემდეგ ტრანსპორტირების დაწყების წინ ვუწერთ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს",- აღნიშნა ნოე ჯაფარიძემ.

"სატყეოს წარმომადგენლების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება ბილეთის აღების შემდეგ ფიზიკურად ვერ ახერხებს ტყეკაფში წასვლას, მან უნდა მისცეს მინდობილობა მეორე ადამიანს, ვინც შეშის დასამზადებლად მის ნაცვლად წავა. მინდობილობის გასაფორმებლად ტყის მცველები ოჯახში თვითონ მიდიან.

თუმცა, აქ ერთი სერიოზული პრობლემაა – იმ ადამიანების რიცხვი, ვინც შეშის დასამზადებლად ტყეში თვითონ არ დადის, საკმაოდ დიდია", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეს მკვიდრი გურამ არახამიას განცხადებით, ასეთი ოჯახების რაოდენობა მისი სოფლის მოსახლეობის 80 %-ს შეადგენს. სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოკითხული 220 სოფლის მესამედში აღნიშნავენ, რომ მოსახლეობა შეშას ძირითადად სხვისგან ყიდულობს ("ტყეების მართვის დღევანდელი ვითარება და მისი გავლენა მოსახლეობაზე", CENN, 2013). ეს ციფრი უფრო მაღალია კახეთში (57,3 % – 166 გამოკითხული სოფლიდან) და ქვემო ქართლში (43.5% – 455 გამოკითხული სოფლიდან).

"ამ გარემოების გათვალისწინებით, ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები, რის შემდეგაც ოჯახზე 7 მ3 ლიმიტი დაწესდა, შეიძლება სიცრუის დეტექტორად იქცეს. მინდობილობები შეიძლება ერთი და იგივე ადამიანებზე, ე.წ. "ბრიგადებზე" გაიცეს, რომლებიც თითქმის ყველა სოფელში შეშის არალეგალური ბიზნესით არიან დაკავებული. ეს პროცესი, სავარაუდოდ, ბევრ სოფელში ბუნებრივად განვითარდება და ხელისუფლებამ მას ახალი რეგულაცია უნდა დაუპირისპიროს. შესაძლებელია, ეს ამ ბრიგადებისა და მათი ბიზნესის ლეგალიზაცია გახდეს, რაზეც ოფიციალური განცხადებები გასულ წელსაც კეთდებოდა. ამ ეტაპზე კი ყველაზე საშიში ტყის მცველების პოზიციაა, რომლებიც შეიძლება კორუფციის ცდუნების წინაშე აღმოჩნდნენ", - აცხადებენ CENN-ში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა