გიორგი შერმადინი ბერძნულ "ოლიმპიაკოსში" გადავიდა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრმა, გიორგი შერმადინმა კლუბი გამოიცვალა. მიმდინარე სეზონში ესპანურ "სარაგოსაში" მოთამაშე შერმადინი კარიერას ევროპის ერთ-ერთ გრანდში, ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ "ოლიმპიაკოსში" გააგრძელებს, სადაც 2012-13 წლების სეზონში გამოდიოდა.

როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თუკი გასულ სეზონში ქართველ ცენტრს ბერძნულ გრანდში ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდა, ახლა ის გუნდს ერთ-ერთ ლიდერად უბრუნდება.

"პიროსელები ევროლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე არიან და ცენტრის პოზიციის გასაძლიერებლად სწორედ ქართველი ცენტრი შეიგულეს, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები ესპანეთის მძლავრ ლიგაში კარგად წარმოაჩინა. შერმადინის "ოლიმპიაკოსში" გადასვლის ამბავი ევროპაში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდა. "სარაგოსას" ხელმძღვანელები ქართველი ლეგიონერის გასხვისებას გვარიანი საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ დათანხმდნენ, რის შემდეგაც საბოლოო სიტყვა თავად კალათბურთელმა თქვა", - აცხადებენ კალათბურთის ფედერაციაში.

მათივე ინფორმაციით, საბოლოოდ ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნდა, რომ ბერძნები შერმადინს კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე სთავაზობდნენ, მას კი 1,5-წლიანი ხელშეკრულება სურდა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ შერმადინს "ოლიმპიაკოსში" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე ექნება. ქართველი კალათბურთელი პირეოსში 27 თებერვალს ჩავა და გუნდში პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.

ბერძნულ გრანდს ევროლიგის მე-2 ეტაპზე შექმნილ E ჯგუფში 4 მოგება და 3 მარცხი გააჩნია და იტალიურ "მილანთან" და მარადიულ მეტოქე ათენის "პანათაინაიკოსთან" ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს.

ცნობისთვის, მეოთხედფინალში E და F ჯგუფების ოთხ-ოთხი საუკეთესო გადის.

საბერძნეთის ჩემპიონატში "ოლიმპიაკოსს" 19 ტურის შემდეგ 17 გამარჯვება აქვს და "პანათინაიკოსს" ერთი მოგებით ჩამორჩება. პიროსელებს მომდევნო მატჩი 1-ელ მარტს ელით, როდესაც პატრასში მეშვიდეადგილოსან "აპოლონს" ესტუმრებიან. შერმადინის დებიუტი კი, სავარაუდოდ, 28 თებერვალს, ევროლიგაში შედგება, როცა "ოლიმპიაკოსი" სტამბოლში "ფენერბაჰჩეს" ესტუმრება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის