"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" სოციალურ-დემოკრატიულ იდეოლოგიაზე იქნება დაფუძნებული

პარტია "ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველო" სოციალურ-დემოკრატიულ იდეოლოგიაზე იქნება დაფუძნებული და მისი ორგანიზაციული გაძლიერება იგეგმება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.

"ძალიან რთული არჩევნები გველოდება წინ, მაგრამ "ქართული ოცნება" მნიშვნელოვან შედეგს დადებს ამ არჩევნებში. ჩვენ არ გვქონდა დრო, პარტიისთვის შესაბამისი ყურადღება მიგვექცია, მაგრამ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მნიშვნელოვან ყურადღებას მივანიჭებთ პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ორგანიზაციულად გაძლიერებას. პარტია იქნება სოციალურ-დემოკრატიულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული", - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო