აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხვალ ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებს გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ღონისძიებების ფარგლებში 11:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ.
აფხაზეთის მთავრობის წევრები და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები 12:00 საათზე გვირგვინით შეამკობენ ჟიული შარტავას საფლავს.
ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე მდებარე სკვერში კი, 14:00 საათზე ჟიული შარტავას 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სკულპტურული მემორიალის – "ერთიანი საქართველოსთვის" გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება.
16:00 საათზე დაგეგმილია ჟიული შარტავას სახელობის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალგაზრდა პოლიტიკოსთა სკოლის პრეზენტაცია.
შოთა რუსთაველის თეატრის დიდი დარბაზში ჟიული შარტავას 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო 19:00 საათზე გაიმართება და საღამოს საქართველოს ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლები, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღელსი საბჭოს წევრები დაესწრებიან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, 2014 წელი ჟიული შარტავას წლად გამოცხადდა.