თეა წულუკიანი - მივმართავ ახალგაზრდებს, რაც შეიძლება მალე დაემშვიდობონ ბიოს, სპაისებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ნარკომომხმარებელ ახალგაზრდებს მიმართავს. როგორც დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე წულუკიანმა განაცხადა, ნარკოდანაშაული ის დანაშაულია, რომელიც პირველ რიგში საფრთხის წინაშე აყენებს მომავალ თაობებსა და გენოფონდს.

მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გაამკაცროს კანონი ე.წ. სპაისებთან მიმართებაში, რომელსაც არაერთი ახალგაზრდა უკვე ემსხვერპლა.

"ჩვენს მიერ ინიცირებული კანონი ძალაში სავარაუდოდ, აპრილში შევა და მე მინდა მივმართო ყველა ახალგაზრდას, არა მხოლოდ ბიჭებს, არამედ გოგონებს, რომ რაც შეიძლება მალე დაემშვიდობონ იმ ე.წ. ჩაის, ბიოს თუ სპაისებს, რომლებიც მათ ანგრევს, ანადგურებს და წირავს სიკვდილისთვის, რადგან ძალიან მალე ეს მკაცრად დასჯადი იქნება", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, დასჯადი იქნება ის, რომ ვინმემ ვინმეს ბინაში ამ ნივთიერებების ორგანიზებული მოხმარება მოაწყოს, შეიკრიბონ და ეს ახალი ნივთიერება მოიხმარონ.

"კანონი მკაცრდება. პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სულ რამდენიმე კვირა ვადროვოთ საზოგადოებას, ეს გაითავისოს და ეს არის სწორედ ევროპული მიდგომა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანის განცხადებით, ის ვინც არის ნარკოტიკის შემომტანი და გადამზიდველი, ოჯახებისა და თაობების გამაუბედურებელი, უფრო მკაცრად უნდა დაისაჯოს, ვიდრე დღეს ისჯება.

"მე ვემხრობი და ჩვენი შემოთავაზებაა და ამას მალე კანონპროექტად ვაქცევთ, რომ შემოვიდეს, ახალი ოდენობის ცნება, მაგალითად, კომერციული ოდენობა, 10 კილო კანაფი იქნება კომერციული ოდენობა და რაც არ უნდა ამტკიცოს ბრალდებულმა, რომ ის მოხმარებისთვის უნდოდა, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან 10 კილო კანაფი არ არის მომხმარებლის დოზა. ჩვენ უნდა დავარტყათ უფრო მკაცრად იქ, სადაც არიან გამსაღებლები, შემომტანები, გადამყიდველები და ამ ქვეყნიდან გამტანები, რადგან საქართველოს იმიჯის დისკრედიტაციას ხელს უწოყობენ", - აღნიშნა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა