კომპანია "მედისონში" გლაუკომის სკრინინგ-კაბინეტი ფუნქციონირებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "მედისონიდან" აცნობეს , გლაუკომის სკრინინგ-კაბინეტი ნებისმიერი ასაკის პაციენტებს ემსახურება.
მათივე ინფორმაციით, სკრინინგ-კაბინეტში შესაძლებელია შემდეგი სახის მომსახურება: ზოგადი ოფთალმოლოგია, გლაუკომატოლოგია, სტრაბიზმოლოგია (სიელმის დიაგნოსტიკა და მკურნალობა); პედიატრიული ოფთალმოლოგია, საცრემლე გზების ზონდირება როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.
"მედისონის" გლაუკომის სკრინინგ-კაბინეტში პაციენტებს ემსახურებიან მედიცინის დოქტორი - ზაზა ხოტენაშვილი და ექიმი ოფთალმოლოგი - ნანა დიღმელაშვილი.
დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია "მედისონის" ქოლ-ცენტრის მეშვეობით ნომერზე: 2 47 06 06.
"მედისონის" გლაუკომის სკრინინგ-კაბინეტი მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, კალოუბნის ქ. # 12.