დიდი ბრიტანეთის საელჩო ვიზების მიღების მსურველთათვის ინფორმაციას ავრცელებს

დიდი ბრიტანეთის სავიზო ცენტრები თბილისში მისამართს იცვლის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დიდი ბრიტანეთის საელჩოდან აცნობეს. "2014 წლის მარტიდან, ახალი კომერციული საპარტნიორო კონტრაქტები ამუშავდება. გაერთიანებული სამეფოს სავიზო ცენტრების (UKVI) სახელით, ჩვენი კომერციული პარტნიორები 300-ზე მეტ სავიზო ცენტრს მართავენ გლობალური მასშტაბით.

2014 წლის 18 მარტიდან, სავიზო ცენტრების მართვას შპს ტელეოპერატორი განახორციელებს; თბილისის სავიზო ცენტრის მომსახურების გამოყენება აპლიკანტს 59 გირვანქა სტერლინგი დაუჯდება. ეს თანხა ვიზის საფასურს ემატება და მისი გადახდა ვიზის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურის დაწყების მომენტში მოხდება; თანხა თბილისში ვიზიტის დანიშვნასა და განაცხადის შეტანის პროცედურებს მოხმარდება.

სავიზო ცენტრის ახალი მისამართია - ბესიკის ბიზნეს ცენტრი, თბილისი, ბესიკის ქუჩა #4, პირველი სართული", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა