მიხეილ მაჭავარიანი - ძმასთან ურთიერთობა ყოველთვის პოლიტიკაზე მაღლა იდგა

ჩემს ძმასთან სულ კარგი ურთიერთობა მექნება და ამას არც ბიძინა ივანიშვილს და არც სააკაშვილს არ შევეკითხები, - ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერის, ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას საპარლამენტო უცირესობის წარმომადგენელი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველის, ვენო მაჭავარიანის ძმა მიხეილ მაჭავარიანი.

მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ძმასთან ურთიერთბა ყოველთვის პოლიტიკაზე მაღლა იდგა.

"ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის მაღლა იდგა პოლიტიკაზეც და ასე უნდა იყოს ამ ქვეყანაში, რადგან ასე გვასწავლეს ჩვენმა მშობლებმაც. რაც შეეხება სოფელ ჭორვილას, ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი და ვეპატიჟები ყველა ჟურნალისტს, რომ განახოთ, სად ვცხოვრობ, როგორ სახლში. პოლიტიკაში ყველაფერი გამიგია, თუმცა ჭორაობა - არა. ჩემი ძმის კარიერული წინსვლისთვის მე ხელი თუ შემიშლია, თორემ მას არასოდეს დავხმარებივარ. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში ბევრი სხვა პრობლემაა და ამაზე უნდა ვისაუბროთ", - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი. 

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე