საკონსტიტუციო სასამართლოში "ნოტარიატის შესახებ" კანონზე მოქალაქის სარჩელს განიხილავენ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე "საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძესაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს კანონი "ნოტარიატის შესახებ", სადაც საუბარია იმაზე, რომ კანონის დარღვევის ან დისციპლინარული გადაცდენის გამო გათავისუფლებული საჯარო მოხელე ნოტარიუსის თანამდებობას ვერ დაიკავებს. მოსარჩელე მხარე აღნიშნულ კანონს დისკრიმინაციულს უწოდებს.

"აღნიშნულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ,,ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის სიტყვების ,,რომელიც გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან ... დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო" კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

"ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლი განსაზღვრავს ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ უარის თქმის საფუძვლებს. ამავე მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის მიხედვით, ნოტარიუსის თანამდებობაზე პირი არ დაინიშნება, თუ ის გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის, კანონის უხეში ან/და არაერთგზის დარღვევის, თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენების ან კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმა სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, დისციპლინური გადაცდომის შედეგად საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებზე ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად აწესებს დამატებით პირობას, რაც მისი აზრით, წარმოადგენს განსხვავებულ, დისკრიმინაციულ მოპყრობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, რომელიც უზრუნველყოფს პირის კანონის წინაშე თანასწორობას", - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება