ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნული ბანკიდან ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში აღარ გადავა

ფინანსთა სამინისტროსთან ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნული ბანკიდან ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არ გადავა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა "ექსპო ჯორჯიაში" განუცხადა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია "ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები" მიმდინარეობს.

"თავიდანვე იყო რამდენიმე ალტერნატივა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამსახურის დამოუკიდებლობა. დღესაც ეს სამსახური ანგარიშვალდებულია პრემიერის წინაშე, უზრუნველყოფილი იქნება მისი დამოუკიდებლობის ხარისხი", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ეს სამსახური სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა უწყებების ქვეშაა.

"თუმცა, მთავრობის კანონპროექტის ავტორებთან კონსულტაციის შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, იმის გამო, რომ გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი ფინანსთა სამინისტროში, სჯობს ეს სამსახური იყოს საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის