ირაკლი ზაქარეიშვილი თათუხაშვილის გვამზე ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებით "შეძრწუნებულია"

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი შალვა თათუხაშვილის გვამზე ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადებით "შეძრწუნებულია".

"შეძრწუნებული ვარ იმით, რაც მოვისმინე. უფრო მიმყარდება ეჭვი, რაც მქონდა. მთავარი პროკურატურა გაეცნო რა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნას, შეეცადა ღამის საათებში მოეპოვებინა სხვა ექსპერტიზის დასკვნა და წარმოგვიდგინა რადიკალურად სხვა მოცემულობა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში".

ამასთან, მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნო მისი დაკვეთით დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ჩატარებული დასკვნის შედეგები და აღნიშნა, რომ ამ დასკვნის მიხედვით, თათუხაშვილს გვამზე მყარი და ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. "ეს არის სრული სიყალბე, რაც მოვისმინეთ", - დასძინა ზაქარეიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა