"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის პრესსპიკერი გიორგი გეგეჭკორი იქნება

კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის პრესსპიკერი გიორგი გეგეჭკორი იქნება, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ვიცე პრემიერმა, კახი კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, დღეიდან კოალიციის საარჩევნო შტაბი სრულად არის მობილიზებული. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით უკვე გახსნილია 74 საარჩევნო შტაბი.

"ჩვენს მიერ შემოთავაზებული კანდიდატები იქნებიან შედეგზე ორიენტირებული, გამჭვირვალე, პასუხისმგებლიანი, ანგარიშვალდებულნი და კანონმორჩილი მმართველები, რომელთა მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ადამიანი, მთავარ ამოცანას კი - მოქალაქის მსახურება. დღეიდან კოალიციის საარჩევნო შტაბი სრულად არის მობილიზებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და სრული დატვირთვით მუშაობს 74 საარჩევნო შტაბი. ამასთან, დღესვე მინდა წარმოგიდგინოთ ცენტრალური საარჩევნო შტაბის პრესპიკერი გიორგი გეგეჭკორი", – განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ ის მიმართავს ამომრჩევლებს და მოუწოდებს მათ მაქსიმალური ჩართულობისკენ.

გიორგი გეგეჭკორი ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი იყო.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის