"ლისი ვერანდას" ტერიტორიაზე "თიბისი ბანკი" და "ლისი დეველოპმენტი" ერთობლივი პროდუქტის პრეზენტაციას გამართავენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "თიბისი ბანკიდან" აცნობეს, ეს არის "თიბისი ბანკის" ახალი იპოთეკური სესხი ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით, რომელიც სპეციალურად "ლისი დეველოპმენტის" კლიენტებისთვის შემუშავდა.
"ლისი ვერანდა" ლისის ტბასთან ახლოს, გოძიაშვილის ქუჩის მიმდებარედ მდებარეობს. ეს არის სრულიად ახალი, ეკოლოგიურად სუფთა დასახლების კონცეფცია, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონითა და თანამედროვე დახვეწილი არქიტექტურით.
პრეზენტაცია 19 აპრილს გაიმართება.